LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკონსტიტუციო სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო

159
პრეზიდენტის სარჩელი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო.

გიორგი მსხილაძე: „პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს და ითხოვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების შეჩერებას, მის საბოლოო გაუქმებას“

კანონის წინააღმდეგ პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს დაარეგისტრირა. ამის შემდეგ საქმე განსახილველად პლენუმს გადაეგზავნება.

შეგახსენებთ, აღნიშნული სარჩელით პრეზიდენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას ითხოვს. პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია და კონსტიტუციის 78-ე მუხლს ეწინააღმდეგება.

„სარჩელით, ასევე, გასაჩივრებულია კანონის მთელი რიგი ნორმები, რომლითაც ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი ძირითადი უფლებები. პრეზიდენტი ამ სარჩელით ითხოვს აღნიშნული კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას“ – აღნიშნავს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე.

mazda magti 5g