პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მისაღებად ყველანაირი რესურსი აქვს.
ამის შესახებ კობახიძემ თბილისში გამართულ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიების შეფასების დროს განაცხადა და თქვა, რომ „ყველა დარწმუნდა იმაში, რომ მმართველი პარტიის ამბიციური მიზანი, მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, არის ძალიან რეალური“.
„ამაში საზოგადოება დარწმუნდა, როდესაც ოპოზიციის აქცია „ჩავარდა“, ახლა კი კიდევ უფრო გამყარდა ეს რწმენა, როდესაც „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად გუშინ უამრავი ადამიან შეიკრიბა.
რეალურად, ჩვენ გვაქვს ეს მიზანი – საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მაქსიმალურად მყარად გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება. გუშინდელი შეკრება სწორედ ამის დემონსტრირებას იყო. ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მისაღებად ყველანაირი რესურსი გვაქვს“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.