LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკრებულომ 31 ხმით ბიძინა ივანიშვილს თავისუფლების მოედანზე მიწა გადასცა

95

ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილს ერთ ლარად თბილისში მიწები გადაეცა. საკრებულომ გადაწყვეტილება პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვ.მ. ფართობის გადაცემაზე უკვე მიიღო. 31 მომხრე იყო, ერთმა კი თავი შეიკავა. დეპუტატები ახლა თაბორის მთაზე 5000 კვ.მ. მიწის გადაცემაზე მსჯელობენ.

საკრებლოს შენობის გარეთ “ნაციონალური მოძრაობის” აქცია მიმდინარეობს, სადაც სიტუაცია რამდენიმე წუთის წინ დაიძაბა. პარლამენტის წევრები საკრებულოს შენობაში შესვლას ცდილობენ, რის საშუალებასაც პოლიცია არ აძლევს.

ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილისთვის მიწების ერთ ლარად გადაცემას აპროტესტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები