LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკრებულოს დარბაზი შოუების მოსაწყობი ადგილი არაა – ჯაბა ჯიშკარიანი

115

“საკრებულოს დარბაზი არ არის შოუების მოსაწყობი ადგილი და ქართული პოლიცია რეალურად დგას ქვეყნის სამსახურში,“  – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ჯაბა ჯიშკარიანმა, საკრებულოში მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ მიწის სტატუსის შეცვლის საკითხი განიხილეს და არა გასხვისების. მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები განცხადებებს თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე აკეთებენ.

“სხდომაზე ორი მიწის ნაკვეთის ზონის შეცვლის საკითხი განიხილეს და არა ერთ ლარად გასხვისება. განცხადებები, რომ მიწას გადავცემთ და ამ საკითხის დამტკიცებას ვახდენთ, ტყუილია,“ – განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g