LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკრებულოს წევრმა რიმა ბერაძემ 8-მეტრიანი ავტობუსით იმგზავრა (ფოტოები)

382
74205708-1182509215274787-6764771901509206016-o (1) (1)

საკრებულოს წევრი, ჩუღურეთი მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსით მგზავრობს.

ამის ამსახველი ფოტოები საკრებულოს პრესსამსახურმა “ფეისბუგვერდზე” გაავრცელა.

„მოხარული ვარ, რომ მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლების პროექტის განხორციელების შედეგებს ვხედავთ. მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, ეს ავტობუსი სვანეთის უბნის ყველაზე მაღალ წერტილში ადის, აქ სულ აღმართია, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო მცირე გაბარიტიანი ტრანსპორტის შერჩევა. 

ხვალიდან თბილისში 60 ახალი 8 მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს

ყვითელი ავტობუსები უმძიმეს მდგომარეობაშია.

სვანეთის უბანში მდებარეობს კავკასიის უნივერსიტეტი, სადაც ოთხი ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს, აქ არის საჯარო სკოლა და სამი  ბაგა-ბაღი, ამიტომაც ეს მარშრუტი მუდამ დატვირთულია.  ავტობუსი ყოველ ათ წუთში მოძრაობს და მგზავრთა ნაკადის გადაყვანა ძალზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს“,– განაცხადა რიმა ბერაძემ.

ISUZI-ს ახალი ავტობუსი მარშრუტზე მარჯანიშვილის მოედანი-სვანეთის უბანი იმოძრავებს. ავტობუსი 53 მგზავრზეა გათვლილი, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g