LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკრებულოში ფრანგი ხალხის თანაგრძნობისთვის სამძიმრის წიგნი გაიხსნა

85

თბილისის საკრებულოში ფრანგი ხალხის თანაგრძნობისთვის სამძიმრის წიგნი გაიხსნა – შენობის ფოიეში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მთავრობის წევრებს შეუძლიათ,  სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთონ და ფრანგ ხალხს მიუსამძიმრონ.

საკრებულოში იმყოფებიან საფრანგეთის ელჩი საქართველოში რენო სალენსი და საელჩოს წარმომადგენლები, ასევე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი. რამდენიმე წუთის წინ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც.

ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ფრანგ ხალხს და საფრანგეთის სახელმწიფოს. ფრანგ მოკავშირეებთან ჩვენი განსაკუთრებული ურთიერთობა მაშინაც გამოჩნდა, როცა ევროკავშირის ფარგლებში.  ქართველი მებრძოლები ფრანგ მებრძოლებთან ერთად დადგნენ აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში და შეასრულეს მნიშვნელოვანი მისია. ამ რეალობაში  ნათლად უნდა დავინახოთ, როგორი გამოწვევის წინაშე დგას კაცობრიობა.
“ისლამური სახელმწიფო” არის ერთი დიდი ტყუილი, რადგან არც სახელმწიფოსთან აქვს არანაირი კავშირი და არც ისლამთან”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

“მე მივიღე უამრავი თანაგრძობა ქართველებისაგან და ვიცი, რომ უამრავი ქართველი მოვა დღეს აქ. სამძიმრის წიგნი გახსნილი იქნება 19:00 საათამდე. ჩვენ კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას ამ ცერემონიალის ორგანიზებისათვის,  თბილისის ერთ-ერთ საზოგადოებრივ შენობაში და ვფიქრობ, რომ ეს კარგი სიმბოლოა”, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საკრებულოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g