LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკრებულოში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული

101

თბილისის საკრებულოში, სხდომათა დარბაზის კართან, საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების გამო შეწყდა, რომელიც პუშკინის სკვერის მიმდებარედ მიწის ნაკვეთისთვის სტატუსის ცვლილების დაყენების ინიციატივამ გამოიწვია.

“წარმოუდგენელი სიტუაციია. “ქართული ოცნება” ყოველგვარ ზღვარს გადავიდა, საპატრულო პოლიცია გამოძახა. ეს, ალბათ, არ მომხდარა საქართველოს ისტორიაში, რომ პარლამენტარები სხდომის დარბაზიდან უსაფუძვლოდ გააძევეს.

“ქართული ოცნება” ხელის გადაგრეხვაზეა გადასული. პირად საუბრებში ამბობენ, რომ ცხვირს დაუმტვრევენ ყველას, ვინც ამ საკითხს შეეწინააღმდეგება და ამ მიმართულებით მათ გადადგეს უკვე ნაბიჯები,” – განაცხადა გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, შორენა ბუხრაშვილმა.

გარემოს დაცვის კომისიამ საკითხს მხარი არ დაუჭირა და მისი გადადება მოითხოვა, მეორე კომისიამ კი, მიწებისთვის ფუნქციური სტატუსის შეცვლის და ივანიშვილის კომპანიისთვის გადაცემის იდეა მოიწონა.

ოპოზიციაში განმარტავენ, რომ სტატუსის ცვლილების შემდეგ, ამ მიწის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის გადაცემა იგეგმება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g