„საკვები დანამატები და ვიტამინები არ მოწმდება არც ერთ ქვეყანაში და ხშირად ორგანიზმისთვის საზიანოა“, – ამის შესახებ „ფორტუნა პლუსის“ ეთერში, მარტა ქარუმიძის გადაცემაში – „სილამაზის აკადემია”, დერმატო-ვენეროლოგმა, ზაზა თელიამ განაცხადა.
სპეციალისტმა ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში აქტუალურ საკითხზე და განმარტა, თუ რა დანიშნულება აქვს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს და ვიტამინებს.
დერმატოლოგი ამბობს, რომ, არანაირი როლი ამ დანამატებს არ აქვს. მისი თქმით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აწარმოოს ვიტამინი და გაიტანოს სააფთიაქო დახლებზე, რომელიც არ მოწმდება არსად:
„როდესაც ვსაუბრობთ მედიცინაზე, როდესაც ექიმი ერევა პაციენტის ჯანმრთელობაში, ეს ნიშნავს რომ პათოლოგიური პროცესი უნდა გამოსწორდეს. პაციენტი იმიტომ სვამს ან იკეთებს ნემს, რომ მიიღოს ეფექტურობა და უსაფრთხოება. არსებობს მედიკამენტები, რომლებსაც აქვთ ფარმაკოლოგიური მექანიზმები, რომლებმაც პათოლოგიური პროცესი უნდა გამოასწოროს.
ალბათ იკითხავთ, რატომ არის საერთოდ საჭირო ვიტამინები? ვიტამინებს აქვთ თავისი როლი, თავისი დანიშნულება, როდესაც ვსაუბრობთ ჯანმრთელ ადამიანზე, რომელიც იღებს გარკვეულ დანამატებს, მათ შორის ახლა ყველაზე პოპულარულია ვარჯიშის დროს მისაღები დანამატები, უნდა დაისვას კითხვა, რა სარგებელს აძლევენ ისინი ადამიანს.
მე სპორტული ექიმიც ვარ და სპორტული ვარჯიში და კვება ჩემი სფეროა. თუ საუბარია კუნთის ხელოვნურ გაზრდაზე ამ დანამატებით, ეს არ არის სასარგებლო და დამაზიანებელია ორგანიზმისთვის. პროტეინი, ცილა, ნახშირწყალი თუ ცხიმი – ყველას აქვთ განსაზღვრული ლიმიტაცია. რეკომენდებული დღიური ნორმა დგინდება ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობის ინსტიტუტის მიერ.
ადამიანები, რომლებიც ვარჯიშობენ და იღებენ ამ დანამატებს, უნდა ნახოთ რამდენად გადაჭარბებულად იღებენ. გადაჭარბებული ცილის მიღება დანამატების სახით ორგანიზმისთვის საზიანოა. ცილის მიღება საკვები პროდუქტებიდან საკმარისად არის შესაძლებელი. ცილას ახასიათებს ცხიმად გადაგვარება. ეს ცხიმი არ არის აუცილებელი იყოს კანქვეშა. შეიძლება ვისცელარულ ორგანოებში ჩალაგდეს და რეალურად მიიღოს ზიანი ადამიანმა. კიდევ ერთი თემა, ეს არის უსაფრთხოების საკითხი.
მედიკამენტებისგან განსხვავებით, საკვები დანამატები და ვიტამინებიც მათ შორის არ მოწმდება არც ერთ ქვეყანაში. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აწარმოოს ვიტამინი და გაიტანოს სააფთიაქო დახლებზე, არ მოწმდება არსად, მათ შორის არც ამერიკაში. მითია, როდესაც მსგავსი დანამატების ან ვიტამინების მწარმოებელი კომპანიები FDA სერტიფიკატზე მიუთითებენ, ტყუილია, ისინი არ მოწმდება.
FDA მყიდველს, რომ საკვები დანამატები და არამედიკამენტები არ მოწმდება და არ არის უსაფრთხო. ის შეიძლება შეიცავდეს ისეთ ნივთიერებებს, რომელიც ანოტაციაზე არ აწერია. აქვე, ეს დანამატები შეიძლება შეიცავდეს ჰორმონს, სტეროიდს, სტიმულანტებს…ხშირად აწერია საკვებ დანამატს, რომ არის ტესტოსტერონის მაბუსტირებელი, არ არსებობს ასეთი საკვები დანამატი, დიდი ალბათობით ის შეიცავს ჰორმონებს, რომლებიც ვნებს ორგანიზმს“ – ამბობს დერმატო-ვენეროლოგი, ზაზა თელია.
გადაცემა ვრცლად![]()
