8 სექტემბერს მსოფლიომ კერპი დაკარგა. დედოფალი ელისაბედი იყო მონარქი რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდხანს მეფობდა. ბუნებრივია, ასეთ შედეგს ის ვერ მიაღწევდა, რომ არა ჯანსაღი ჩვევები, განსაკუთრებით კი კვების რაციონი.
ჩაი და ორცხობილა
დედოფალი თავის დღეს ყოველთვის ჩაით და ორცხობილით იწყებდა. ჩაის ის რძით, შაქრის გარეშე მიირთმევდა. მისი საყვარელი ორცხობილა შოკოლადის იყო.
საუზმე
შხაპისა და ჩაცმის შემდეგ დედოფალს ოფიციალური საუზმე ელოდებოდა, რაც ცივი ფაფით შემოისაზღვრებოდა. ხანდახან მისი უდიდებულესობა ტოსტსაც მიირთმევდა.
ლანჩი
ლანჩი როგორც წესი, ძალიან მარტივი იყო, ბევრი ცილით და ნაკლები ნახშირწყლით. დედოფლის ფავორიტი იყო თევზი ბოსტნეულით, რომელსაც ყველაზე ხშირად მიირთმევდა. ხანდახან მენიუში მარტივი სალათა და ორთქლზე მომზადებული ქათამიც ემატებოდა ხოლმე.
ჩაი ნაშუადღევს
ჩაის მირთმევა შუადღის შემდეგ სავალდებულო წესი იყო. ჩაისთან ერთად მენიუში იყო კიტრის სენდვიჩები და ხილის ნამცხვარი.
სადილი
დედოფალს სადილისთვის რაიმე მკაცრი წესი არ ჰქონდა, განსაკუთრებით მაშინ როცა მარტო სადილობდა. მენიუში იყო თევზი, ბოსტნეულის სალათა. მას შეეძლო სხვა რამეც შეეკვეთა, ყველაფერი რაც მოესურვებოდა, თუმცა დისციპლინას მკაცრად იცავდა და ჯანმრთელიც ამიტომ იყო.
დესერტი
დესერტი ხანდახან ყველაზე ჯანსაღ მენიუშიც კი გამოერეოდა ხოლმე. დედოფალს თავისივე ბაღში მოყვანილ ახალ ხილს მიართმევდნენ, თუმცა მისი მთავარი სისუსტე შოკოლადი იყო. მას ყველაზე მეტად შავი შოკოლადი უყვარდა, რაც უფრო მწარე იყო დესერტი, მით უკეთესი.