LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალა მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ – ტრადიციული მედიცინის სპეციალისტის გასაოცარი რეცეპტი

941
ნინო-ვაშაკიძე

ტრადიციული მედიცინის სპეციალისტმა ნინო ვაშაკიძემ მაღალი ქოლესტერინის მკურნალობის იმ გზებზე ისაუბრა, რომელსაც მისი მტკიცებით, მრავალწლიანი ისტორია აქვს და თავის პრაქტიკაში აქტიურად იყენებს. მან ასევე წარადგინა სპეციალური ვარჯიშები, რომლებიც ყოველდღიურად იმ ადამიანებმა უნდა გააკეთონ, ვისაც ჭარბი ქოლესტერინის პრობლემა აქვს.

,,გვერდით მყავდა ადამიანი, რომელსაც ჰქონდა უმძიმესი დაავადება. მე ნემსებით, მან ვარჯიშებით მოვაგვარეთ პრობლემა და დღეს არის ბევრად უფრო კარგად, ვიდრე 20 წლის წინ. მან მასწავლა მე ეს ვარჯიშები, ბევრად უფრო ახალგაზრდა ხდები, ბრუნდება ცხოვრება, ასაკი, გამოცდილება კი შენთან რჩება. ეს მოქმედებს ყველაფერზე, ქოლესტერინზე, პროთრომბინზე. 20 წლის წინ ამ ადამიანს არ დავუჯერე, რომ გამიჭირდა, დავუჯერე და იმოქმედა.

? როგორ მოვაგვაროთ მაღალი ქოლესტერინის პრობლემა წამლის გარეშე | 17.05.2022

როგორ მოვაგვაროთ მაღალი ქოლესტერინის პრობლემა წამლის გარეშე – ნინო ვაშაკიძის რჩევები მაყურებელს

Posted by პოსტ ალიონი / Post Alioni on სამშაბათი, 17 მაისი, 2022

ვისაც აქვს მაღალი ქოლესტერინი და უკვე არ იღებს წამალს, 15-დან 30 გრამამდე (უმჯობესია 15) სალა უზმოზე დაღეჭონ დიდხანს, არ არის უგემური, 3 კვირა ან ერთი თვე ასე მოიქცნენ და ნახონ, რა შედეგს მიიღებენ. ადამიანი უჭმელი უნდა იყოს ამ დროს“ – ამ თემაზე ნინო ვაშაკიძემ ,,პოს ტივის“ ეთერში ისაუბრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები