მაღაზია „სალამანდრაში“ საახალწლო ფასდაკლებები კვლავ გრძელდება.
როგორც „ფორტუნა პლუსთან“ საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა აღნიშნა, ფასდაკლებები შემოდგომა-ზამთრის სრულ კოლექციაზეა.
„ჩვენ მომხმარებლებს 30%-40%-იან ფასდაკლებებს ვთავაზობთ სრულ კოლექციაზე, რომელშიც შედის როგორც ქალის, ასევე მამაკაცისა და ბავშვის ფეხსაცმელები“, – აღნიშნა მენეჯერმა.
მენეჯერის თქმით, ”სალამანდრა” იტალიური ბრენდია, თუმცა აქ ესპანურ, ფრანგულ და გერმანულ ბრენდებსაც შეხვდებით: Tosca Blu, Caprice, Lacoste, Unisa, Franco Fedele.
”სალამანდრა” მსურველებს ყოველდღე, 11 სთ-დან 21 სთ-მდე ემსახურება. მაღაზიის მისამართია: ”ვაჟა-ფშაველას” N3 და ”ჭავჭავაძის N17.