LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალარო აპარატები და სავაჭრო მოწყობილობები – GSN მომხმარებლებს აქციებსა და ფასდაკლებებს სთავაზობს

273
gns

GSN (Georgian Service Network) სალარო აპარატების და სავაჭრო მოწყობილობების კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს, იგი ქართველ მომხმარებელს ბიზნესისთვის საჭირო აპარატურით ამარაგებს და სთავაზობს სერვისებს, რომელიც ბიზნესის მართვას უფრო მარტივს ხდის.

„ჯიესენი“ ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც სალარო აპარატისა და ფისკალური პრინტერის სხვადასხვა სახეობებთან ერთად – მომხმარებელს სრულ სავაჭრო აღჭურვილობას სთავაზობს ბიზნესისთვის, მაღაზიებისთვის, რესტორნებისა და სხვა დაწესებულებებისთვის. დამატებით, კომპანია მომხმარებლებს აწვდის საუკეთესო ხარისხის ბრენდებს, საუკეთესო ფასად ბაზარზე! გასაყიდი პროდუქციის ჩამონათვალში შედის: პოს სისტემები, პრინტერები, შტრიხკოდ სკანერები, ფულის უჯრები, ფულის დეტექტორები, სათვლელი მანქანა,სეიფები და სასწორები. მორიგი დეტალი, რომელიც კომპანიას უნიკალურს ხდის, არის პროფესიონალი ტექნიკოსებით დაკომპლექტებული გუნდი, რომლებიც საქართველოს მასშტაბით 17 ფილიალში ემსახურებიან ერთგულ მომხმარებლებს და სასურველ მისამართზე სტუმრობენ მათ, ვისაც ვიზიტისთვის დრო არ აქვს.

პროდუქციის ფართო ასორტიმენტთან ერთად, „ჯიესენი“ მომხმარებელს I-CASH-ს – ქლაუდზე დაფუძნებულ, კაფე-რესტორნებისთვისა და მაღაზიებისთვის გამოსაყენებლად მარტივ სავაჭრო პროგრამას სთავაზობს. პროგრამული უზრუნველყოფა I-CASH 10 წლის წინ შეიქმნა და ბაზარზე დღემდე წარმატებით ოპერირებს, იგი მომხმარებელს ეხმარება სწრაფ ანგარიშსწორებაში, გაყიდვების ზუსტი მარაგის მართვაში და საწყობისა თუ ბუღალტრულ აღრიცხვის მარტივად წარმოებაში.

„ჯიესენის“ სავიზიტო ბარათი – ხარისხი და მომხმარებელზე ორიენტირებული გუნდია, ესაა იმის მიზეზი, რომ მას საქართველოს მასშტაბით 90 000-ზე მეტი ერთგული მოხმარებული ჰყავს. „ჯიესენი“ ცდილობს მისი ერთგული მომხმარებელი მუდამ გაანებივროს საინტერესო აქციებით და ფასდაკლებებით – ამ ეტაპზე სალარო აპარატის „ჯიესენში“ შეძენისას მყიდველს  შეუძლია მიიღოს 30%-მდე ფასდაკლება შოურუმის პროდუქტების სრულ ასორტიმენტზე, ამასთან ერთად, იმ შემთხვევაში, თუ ჯიესენის ფისკალური აპარატით სარგებლობთ, შეგიძლიათ ურჩიოთ სალარო აპარატი თქვენს მეგობარს და მიიღოთ საჩუქარი – 50 ლარი კომპანიისგან!

ინოვაციებთან ერთად, „ჯიესენი“ ზრდასა და გაფართოებაზეცაა ორიენტირებული! სწორედ ამიტომ, გასულ თვეში კომპანიამ საქართველოს მასშტაბით მე-17, თბილისის მასშტაბით კი მეოთხე ფილიალი გახსნა! დედაქალაქში არსებულ ფილიალებს, რომლებიც წერეთლის 12-ში, ვაჟა-ფშაველას 45-ში და ქეთევან წამებულის N92-ში მდებარეობენ, ამიერიდან ახალი, გლდანის ფილიალი დაემატა, რომელიც ომარ ხიზანიშვილის 108-ში მდებარეობს! ჯიესენის გლდანის ფილიალი ერთგულ მომხმარებელს პირველი მაისიდან აქტიურად იღებს! შეგახსენებთ, რომ თბილისის გარდა „ჯიესენი“ მზადაა გიმასპინძლოთ ბათუმში, ქუთაისში, თელავში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ახალციხეში, ბორჯომში, მარნეულსა და ხაშურში.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g