LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალოცავში წასული მამაკაცი კლდიდან გადავარდა

146
a1550482666

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხავერში 53 წლის მამაკაცი კლდიდან გადავარდა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა.

მათივე ინფორმაციით, მამაკაცი თანასოფლელებთან ერთად ცხავერში, სალოცავში სუფრაზე იმყოფებოდა, საიდანაც დროებით გავიდა, თუმცა როცა დაბრუნება დააგვიანა, მისი ძებნა დაიწყეს. 53 წლის მამაკაცის ცხედარი მოგვიანებით, ცხავერის ტყის ტერიტორიაზე იპოვეს.

მისი ახლობლები ამბობენ, რომ მამაკაცი ნასვამი იყო და სავარაუდოდ, წონასწორობა ვერ შეინარჩუნა.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g