ჟურნალ „სარკის“ (16 ივლისის ნომერი) კითხვაზე, როცა საკვებს ყიდულობს, აქცევს თუ არა ყურადღებას, ჯანსაღია თუ არა და რა შემადგენლობა აქვს, სალომე ბაკურაძე ასე პასუხობს:
„ამის კონტროლი რთულია, რადგან ძალიან პრობლემურია ჯანსაღი პროდუქტის შერჩევა და შეძენა. რაც უნდა ვცდილობდეთ, მაინც გაგვეპარება ის პროდუქტი, რომელიც შეიძლება, ჯანსაღი სულაც არ იყოს. თუ გინდა, რომ საკვების ვარგისიანობაში დარწმუნებული იყო, თავად უნდა მოიყვანო. სოფელშიც რომ იცხოვრო, იქაც ყველაფერს ერთად ვერ მოიყვან. ყველანაირად ვცდილობ, მაგრამ შეიძლება, ყოველთვის ვერ ვაჭამო ჩემს შვილს ჯანსაღი პროდუქტები…
ერთ ხრიკს მივაგენი – რაც უფრო უშნოა პროდუქტი და არ არის გალამაზებული და გაპრიალებული, მით უფრო ჯანსაღია, ამიტომაც ჯობია, გლეხისგან ვიყიდოთ ყველაფერი, რომ მის ხარისხში დარწმუნებული ვიყოთ…“