LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ბაკურაძემ ოცნების სახლი მოიწყო: „ოჯახში ლაშა ძალიან დამთმობია. სახლის რემონტიც კი ისე გავაკეთეთ, როგორც მე მინდოდა…“

7277
სალომე ბაკურაძე და ლაშა ბასლანძე

სალომე ბაკურაძემ მცირე ხნის წინ ახალმოსახლეობა ბიზნესმენ ქმართან, ლაშა ბასლანძესა და 9 წლის ვაჟთან, სანტისთან ერთად აღნიშნა. როგორც სალომე ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში ამბობს, ოჯახში მეუღლეს ყველაფერი მასზე აქვს მინდობილი:

ოჯახში ლაშა ძალიან დამთმობია. სახლის რემონტიც კი ისე გავაკეთეთ, როგორც მე მინდოდა. ოჯახში ყველაფერი ჩემზე აქვს მონდობილი. საჭმელიც რომ არ მოვამზადო, შეიძლება არც ეს იყოს მისი პრობლემა. ყოველთვის ვგრძნობ, რომ ზომავს და მიფრთხილდება. მაგალითად, სანტი სკოლაში რომ წავიდეს, ავტობუსი აკითხავს. ლაშამ კარგად იცის, რომ დილით ძილი ძალიან მიყვარს, გვიანაც ვიძინებ, ამიტომ შეუძლია, ადგეს, ბავშვი ასაუზმოს, ჩააცვას და ჩაიყვანოს ისე, საერთოდ არ შემაწუხოს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g