მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ჟურნალ „სარკეს“ (2 ივლისის ნომერი) თავისი ხასიათის თავისებურებების შესახებ უყვება. სალომე 23 ივლისს 35 წლის ხდება.
„სცენასა და ტურნირზე როცა გავდივარ, აბსოლუტურად სხვანაირი ვარ. ოჯახის წევრებიც მეუბნებიან, სცენაზე სულ სხვანაირი ხარ, ცხოვრებაში – სხვანაირიო. სცენის მიღმა წყნარი ვარ, მარტოობა მიყვარს.
სექსუალურობა აუცილებელია, რომ ცეკვა უფრო კარგად გამოჩნდეს. ცხოვრებაში კი ასეთი არ ვარ და არც ისე მაცვია, რომ სექსუალურად გამოვიყურებოდე…“