LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ჭაჭუას პირველი კომენტარი ცეცხლოვანი ცეკვის შემდეგ: “ამისთვის მართლაც ბევრი ვიმუშავეთ, ჯორდანი ძალიან კარგი კაცია…”

4965
BeFunky-collage (6)

ქარ­თვე­ლი მო­ცეკ­ვა­ვე, სა­ლო­მე ჭა­ჭუა ახლა უკვე ირ­ლან­დი­ურ “ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებს” იპყრობს. მისი მე­წყვი­ლე ცნო­ბი­ლი მო­რაგ­ბე – ჯორ­დან ქონ­როია, რომელიც როგორც ცეკვის დასრულების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში სალომემ აღნიშნა, შესანიშნავად უწყობს ფეხს.

ქართველმა მოცეკვამემ ხაზი გაუსვა, რომ მისმა მეწყვილემ პროფესიიდან გამომდინარე ძალიან კარგად იცის თუ რას ნიშნავს დაუღალავი შრომა.

ირ­ლან­დი­ურ “ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებში” გამართულ პირველ ტურსა და კონკრეტულად, სალომესა და ჯორდანის მიერ შესრულებულ “სალსას” ჟიურიმ “არაჩვეულებრივი” უწოდა და წყვილმა საკმაოდ მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.

საბოლოოდ, ჟიურისგან მიღებული 22 ქულით, წყვილი პირველ ტურში, მეორე ადგილას გავიდა.

ვიდეო: სალომე ჭაჭუას ცეცხლოვანი გამოსვლა ირლანდიის „ცეკვავენ ვარსკვლავებში"

გუშინ პირველი ტური შედგა, წყვილის ცეცხლოვანმა შესრულებამ კი მაღალი ქულები დაიმსახურა.

“ჩვენ ძალიან დიდი საქმე გავაკეთეთ და ამისთვის მართლაც ბევრი ვიმუშავეთ. ის, ძალიან კარგი კაცია.

ჯორდანი ძალიან შრომისმოყვარეა, მან კარგად იცის, როგორი დატვირთვით იმუშაოს და ჩვენ ეს შევძელით”, – აღნიშნა სალომემ, რაზეც ჯორდანმა დასძინა, რომ დღეში 4-5 საათს ვარჯიშობდა.

“კიდევ უფრო მეტ დროს ვუთმობთ ვარჯიშს, მას სულ ვეუბნები, რომ სცენაზე უბრალოდ გაერთე”, – დააზუსტა სალომე ჭაჭუამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g