მაკა ზამბახიძის ქალიშვილი, სალომე ჩიტაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, რომ დედობა მისთვის ძალიან ადვილი და სასურველი იყო, რადგან დედა ხშირად არ იყო სახლში და სურდა, ეს დეფიციტი ამოევსო:
„ძალიან მინდოდა დედობა. ბავშვობიდან მოყოლებული ოჯახობანას ვთამაშობდი. ალბათ, რადგან მაკა ხშირად არ იყო ჩემთან ერთად, ქვეცნობიერში ჩამრჩა და მინდოდა, შვილი მყოლოდა, რომ ჩემში ეს დეფიციტი ამომევსო. ერთი წამით არ გამჭირვებია დედის ამპლუის მორგება…“