LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ფაღავა: „ჩემი თვალით ვნახე „ჯემ ფესტზე, ქართველმა უკრაინელს ბოთლით ბიო რომ გადააწოდა და ის ადამიანი მომენტალურად „აყირავდა…“

164

სალომე ფაღავა ჟურნალ „სარკესთან“ ნარკოტიკების თემაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საკუთარი თვალით აქვს ნანახი „ჯემ ფესტზე“ ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი.

სალომე აღნიშნავს:

„ჩემი თვალით ვნახე „ჯემ ფესტზე“, ქართველმა უკრაინელ ტურისტს ბართან ბოთლით ბიო რომ გადააწოდა და ის ადამიანი მომენტალურად „აყირავდა“, სასწრაფომ სიკვდილს გადაარჩინა. დიდი შანსია, 15, 16, 17 წლის ბავშვმა არ იცოდეს, რას აწვდიან და უცებ თუნდაც ბიო გასინჯოს ან ზედმეტი დოზით პლანი მოსწიოს და მისთვის ფატალური აღმოჩნდეს.

მსახიობი ასევე ამბობს:

„ვერც ერთ ადამიანს ვერ დამისახელებთ, რომელიც პლანის მუდმივი მომხმარებელია, ანუ „ქეშია“ და სხვა ნარკოტიკზე არ გადასულა. აქ მაინცდამაინც ჰეროინს არ ვგულისხმობ, საუბარია ათასგვარ ტაბლეტზე, რომლებსაც ხშირად იღებენ ჩვენ ირგვლივ მყოფები.

ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც ამ ჩვევამ შეაწუხა, ფსიქიკური მდგომარეობა დაუმძიმა, ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელი შეუშალა. ბევრმა დაანება თავი, ამბობენ, გამარეკინა, ვეღარ ვმუშაობდიო და ა.შ.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g