LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ღვინიაშვილი: „აბუ-დაბიში ვიმყოფებოდით, მშვიდობით დავბრუნდით… მგონი, ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, რომელმაც მოახერხა თავისი მოსახლეობის ევაკუაცია“

1319
სალომე ღვინიაშვილი

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ომანიდან თბილისის მიმართულებით გამოფრინდა პირველი სპეციალური რეისი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ.

„ომანიდან თბილისის მიმართულებით გამოფრინდა საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული პირველი სპეციალური რეისი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან“ – საგარეო საქმეთა სამინისტრო

აღნიშნული რეისით საქართველოში დაბრუნდა მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილიც, რომელიც აბუ-დაბიში იმყოფებოდა. მან ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ვიმყოფებოდით აბუ-დაბიში, თვითონ ქალაქში სიტუაცია ძალიან მშვიდი იყო, მიუხედავად იმისა, რომ აფეთქების ხმები პერიოდულად სულ გვესმოდა, მაგრამ მშვიდობით დავბრუნდით.

მგონი, ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, რომელმაც მოახერხა თავისი მოსახლეობის ევაკუაცია“, – განუცხადა სალომე ღვინიაშვილმა მედიას.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისები 3, 4 და 5 მარტს დაიგეგმა საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო სამშობლოში დაბრუნების შეფერხება შეექმნათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g