LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ღვინიაშვილი ნოე სულაბერიძეს მხარდაჭერას უცხადებს: „გაოგნებული დავრჩი ამ ხარისხის აგრესიით…“

25923
salomedanoe

სალომე ღვინიაშვილი გამოეხმაურა თანაწამყვანისა და მეგობრის, ნოე სულაბერიძის კრიტიკას, რომელიც ნოეს მიერ „ინსტაგრამზე“ დადებულმა გამოკითხვამ გამოიწვია და აღნიშნა, რომ გაოგნებული დარჩა ასეთი აგრესიით:

„თითქოს ყველაფერს მიჩვეული, მაინც ცოტა გაოგნებული დავრჩი ნოეს მიმართ ასეთი ხარისხის აგრესიით. დღეს რამდენჯერმე მოვისმინე მოსაზრება – ლუკმა როგორ გადაუგდო ამ ჩასაფრებულებს, არ იცის, ვინ არიანო? – ვერ გეცოდინება, აგრესიის ამ ხარისხს წინასწარ ვერ გათვლი. ამ კითხვის გარდა, ბევრი სხვა კითხვაც იყო დასმული, როგორც ჩანს, ისინი არ გამოდგა  ინტერპრეტაციისთვის. ბოლო დროს ტენდენციად იქცა აზრის და ჩანაფიქრის დამახინჯება და სენსიტიური საკითხებით ხალხის ემოციებზე თამაში.

ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც მსგავსი ჩაკირკიტება, ჩასაფრება და მერე ადამიანის მიზანმიმართული, ორკესტრირებული შეურაცხყოფა/ჩაქოლვა სამარცხვინო საქციელად იქნება მიჩნეული.

ძალიან ტეხავს, ვინც იცნობს ნოეს, ყველამ იცის, თუ რას ნიშნავს მისთვის სამშობლო და ამ სამშობლოს თავისუფლება.

#თავისუფლება“.

“ეს უგუნურების სხვა სიმაღლეა აშკარად.. თან დებილები ვგონივართ” – ვინ როგორ ეხმაურება ნოე სულაბერიძის გამოკითხვას

,,ვისაც ჩემი პირადი გვერდის გამოკითხვა მართლა გულწრფელად შეეხო, მე მაპატიეთ” – ნოე სულაბერიძე მოქალაქეებს მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები