LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე გოგიაშვილი: „ძალიან არ მიყვარს, როცა ადამიანს ვხვდები და არის მოუვლელი…“

11659
salome

ტელესახე სალომე გოგიაშვილი „იმედის“ გადაცემას „ჩვენი ოჯახი“ ესტუმრა და ისაუბრა იმის შესახებ, რატომ არ მოსწონს მოუვლელი ადამიანები:

„გია ჯაჯანიძემ ერთ გადაცემაში მითხრა, დილას რომ გამოდიხარ, მგონია, რომ უკვე დახატული ხარო. მართლაც ასეა. დილას რომ ვიღვიძებ, პირველი, რასაც ვაკეთებ, თავის მოწესრიგებაა და ამას, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის ვაკეთებ. ძალიან არ მიყვარს, როცა ადამიანს ვხვდები და არის მოუვლელი. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, ვინ როგორ გრძნობს თავს კომფორტულად, მაგრამ მგონია, რომ რაღაც სჭირს. მაკიაჟზე არ არის საუბარი, მოვლილში ვგულისხმობ ყველაფერს, სუფთად ჩაცმას, მოწესრიგებულ თმას და არ არის აუცილებელი, დახატული იყოს… ძალიან მიყვარს სპორტული სამოსი, მაგრამ იქაც გამოპრანჭული ვარ. ჩემთვის ეს არის კომფორტი… ეს ჩემთვის ისეთი ორგანულია… ეს ჩვეულებრივი ამბავია. სახლში მაკიაჟს ნამდვილად არ ვიკეთებ, მაგრამ გარეთ მის გარეშე არ გავდივარ. ქუჩაში გასვლისას ვეპრანჭები საკუთარ თავსაც და ადამიანებსაც.

კაცს გააჩნია. ვიღაცისთვის შეიძლება, ეს არის ხელოვნური, როცა სულ გადაპრანჭული ვარ, ვიღაცისთვის – პირიქით. ჩემი ქმარი ისე შეეჩვია ამას, რომ თუ არ ვარ ფორმაში, მეკითხება, რა გჭირსო…“

ფოტო, ვიდეო: “ასე დავიწყეთ ურთიერთობა მაშო…” – სალომე გოგიაშვილი ქალიშვილს იუბილეს ემოციური პოსტით ულოცავს

სალომე გოგიაშვილი: „სახლში ჩაჯდომა და ქმრის ხარჯზე ცხოვრება „მეგოიმება“

ვიდეო: სალომე გოგიაშვილმა ლაშა ბექაური ,,დაამარცხა”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g