LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე გოგიაშვილის 7 საყვარელი სიმღერა – რას უსმენენ ცნობილები

44
რას უსმენენ ცნობილები

20 მაისს რადიო ფორტუნას და ნია მოძმანაშვილის გადაცემას „რას უსმენენ ცნობილები“ სალომე გოგიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს 7 რჩეული სიმღერა გაუზიარა. როგორც გადაცემის სტუმარმა აღნიშნა, გადაცემისთვის ისეთი სიმღერები შეარჩია, რაც მას კარგ განწყობას უქმნის და ახალისებს.

სალომე, როგორ მოგწონს ჩვენი სტუდია, როგორ გრძნობ თავს?

რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს და ძალიან კარგად ვარ, სადაც შენ ხარ, სადაც არის კარგი აურა და ხალხი, სხვანაირად წარმოუდგენელია. დღეს მთლიანად ავინაზღაურებ რადიო წამყვანობის ნოსტალგიას. ისეთი სიმღერები შევარჩიე, რომელიც ახლა მახალისებს, ახლა მაყენებს კარგ ხასიათზე. ყველა შერჩეულ სიმღერას თავისი მოგონება და განწყობა აქვს.

  1. გელა გნოლიძე & ღამის შოუს ბენდი – დამიჯერე

ამ სიმღერამ რაღაცნაირად კარგი ეტაპი შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში, შემოიტანა კარგი განწყობა, მომავლის იმედი. ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს ამ სიმღერასთან და რაც მთავარია, ეს სიმღერა უკავშირდება ჩემს მეგობარს, რომელმაც ძალიან ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში და მინდა მადლობა გადავუხადო მას ამისთვის.

ვიცი, რომ მანქანაში საკუთარი „ფლეილისტი“ გაქვს  და გაქვს ამოჩემებული სიმღერები. მაინტერესებს, რადიოს თუ უსმენ ხოლმე, თუნდაც ახალი ჰიტების აღმოჩენის მიზნით?

რადიოს თუ ვუსმენ, რა თქმა უნდა, „ფორტუნას“, მაგრამ არ მოვიტყუები და სიმართლეს ვიტყვი, ჩემი პრობლემა რადიოსთან მიმართებაში არის ის, რომ კარგი სიმღერის მოსმენის შემდეგ, ისევ კარგ სიმღერას რომ ველი, აუცილებლად ან რეკლამა უწევს ან საინფორმაციო. მერე ნერვები მეშლება და ისევ ჩემს „ფლეილისტს“ ვუბრუნდები.

  1. Elton John & Dua Lipa – Cold Heart

ძალიან პოპულარული ხარ „ინსტაგრამზე“, გყავს ძალიან ბევრი გამომწერი და შენც მიუხედავად დატვირთული რეჟიმისა, მაინც ახერხებ იყო ყოველდღიურად აქტიური. როგორ ფიქრობ, რით დააინტერესე შენი „ინსტაგრამის“ გამომწერები?

კი, ასე გამოვიდა, ადრე კიდევ უფრო აქტიური ვიყავი, ახლა ცოტა პასიურ რეჟიმში გადავედი. მოვიწყე ჩემი პირადი კომფორტის ზონა, რისი გამოაშკარავებაც აღარ მსურს, თუმცა თუკი რამე ახალი პროდუქტია ან სხვა სიახლეა, რა თქმა უნდა, ვუზიარებ ჩემს გამომწერებს. სხვათა შორის, ძალიან ბევრი შეტყობინება შემომდის, მეკითხებიან, სად დავიკარგე. რაც შეეხება გამომწერების დაინტერესებას, მთავარია იყო გულწრფელი და იყო ის რაც ხარ. თავისთავად, კამერა როცა ჩართულია, ტელეფონის იქნება ეს თუ სატელევიზიო, მაინც იწყებ კეკლუცობას, იპრანჭები, თუმცა „ინსტაგრამის“ კამერა იმდენად აქტიურად იყო ჩემს ცხოვრებაში, რომ მერე ისეთ ჩვეულებრივ ფაზაში გადავიდა, აბსოლუტურად მომეხსნა ეს მომენტი და ვიყავი სრულიად ბუნებრივი. ჩემს გამომწერებსაც ეს მოსწონთ, რომ ვარ ბუნებრივი, ისეთი როგორიც ვარ. ასეთ შემთხვევაში მეტია ნდობაც, სიყვარულიც და შესაბამისად, მეტია გამომწერიც.

არასასიამოვნო შეტყობინებებს და კომენტარებს როგორ უმკლავდები?

20 წელია, რაც ეთერში ვარ და შესაბამისად ცუდი შეტყობინებები და კომენტარები სულ არის ჩემს თავს. დღეს დილითაც მივიღე მსგავსი, არასასიამოვნო შეტყობინება, ვიჯექი და ვფიქრობდი, გამეცა თუ არა პასუხი, თუმცა მერე ვიფიქრე, რომ ჩემი ყურადღება მისთვის ძალიან ბევრი იქნებოდა, ეს არ არის სნობური გამოხტომა, უბრალოდ ვთვლი, რომ მისთვის ჩემი პასუხი უფასო რეკლამა და პიარი იქნებოდა, ამიტომ გავატარე. ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლიერებს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარი სიტყვის და თავის ფასი. ვფიქრობ, რომ ჩემს სიტყვას მაშინ აქვს ფასი, თუ ის სასარგებლოა, ლანძღვა-გინება, თან ინტერნეტით, ძალიან არ მომწონს.

 Mary J. Blige – I Am

  1. George Michael – Careless Whisper

ეს ჩემი ბავშვობის სიმღერაა. ძირითადად ისეთი სიმღერები ამოვარჩიე, რომელსაც ჩემი ბავშვობა და მოგონებები უკავშირდება. ვთვლი, რომ ძალიან დიდი ძალა აქვს მუსიკას. ყველა მუსიკა გარკვეულ თავგადასავალს უკავშირდება და თავისი პატარა ისტორია აქვს. არაფერი სჯობს იმ ემოციას, როცა სიმღერის მოსმენისას, გარკვეული ისტორიები გახსენდება.

სალომე, თავადაც გაქვს ჩაწერილი სიმღერა, მომიყევი ამის შესახებ,

იმდენ ცნობილ ადამიანთან მაქვს ჩაწერილი დუეტი, ჩემს თავხედობას საზღვარი არ აქვს (იცინის). იყო რაღაც პროექტები და გადაცემები, სადაც საჭირო იყო ეს დუეტები და მადლობა ყველა იმ პროექტს, რომელშიც მონაწილეობის მიღება მომიწია, რადგან საბოლოო ჯამში დამრჩა დუეტები ბატონ მერაბთან სეფაშვილთან, აჩი ფურცელაძესთან, დათუნა სირბილაძესთან. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რომ კარგად მემღერა, თუმცა არასდროს მივლია სიმღერაზე და ეს არის ის, რაც მამისგან გამომყვა. სიმღერა სახელწოდებით „თეთრ კლავიშებს“, რომელიც ბოლოს ჩავწერე, დაკავშირებულა ჩემს მეგობართან, რომელსაც ძალიან უყვარს ეს სიმღერა.

 3. Vigon Bamy Jay – Feelings

ეს ისეთი სიმღერაა, რომ უსმენ და კარგ განწყობაზე რომ გაყენებს. რომელიღაც სოციალურ ქსელში ისე ხშირად ისმოდა, რომ ჩამრჩა და ვიფიქრე, რადიოს მსმენელებისთვისაც გამეზიარებინა, თუმცა, რომ გითხრათ, ამ სიმღერით ვიძინებ და ვიღვიძებ მეთქი, მოვიტყუები.

ცნობილი ვარსკვლავები ან ინფლუენსერები თუ გყავს გამოწერილი „ინსტაგრამზე“?

კი, თითქმის ყველა ვარსკვლავი გამოწერილი მყავს და აქტიურად ვადევნებ თვალს. ერთ ისტორიასაც მოვყვები ამასთან დაკავშირებით. ერიკ ბენე ჩემი საყვარელი მომღერალია, უკვე ძალიან დიდი ხანია. რომ გავიგე, თბილისში ჩამოდიოდა, მივწერე, ვცხოვრობ საქართველოში, ვარ ჟურნალისტი და მთელი ბავშვობა გისმენ, მიყვარხარ და ძალიან გელოდები-მეთქი. მანაც მიპასუხა, დიდი მადლობა, ჩემთვის პატივია თქვენთან სტუმრობაო. გავგიჟდი, ისე მიხაროდა. თბილისში რომ ჩამოვიდა, ორგანიზატორს ვთხოვე ფოტოს გადასაღებად შევეყვანე მასთან, დამთანხმდა და რომ შემიყვანა, ერიკ ბენემ მითხრა, რომ მიცნო. ხომ მიხვდი, რა დამემართებოდა. მერე მივხვდი, რამხელა მნიშვნელობა აქვს როცა ადამიანი არაამბიციური, უშუალო და კარგი ხარ.

2.Candi Staton – Young Hearts Run Free

 

  1. გიო ხუციშვილი- მე საიდუმლოს შენახვა ვიცი

გიო ხუციშვილი არის ადამიანი, რომელიც ძალიან დამაკლდა და არა მარტო, მე სრულიად საქართველოს დააკლდა. ვთვლი, რომ არიან მომღერლები, რომელთა სიმღერებიც ბევრჯერ არის გადამღერებული, მაგრამ მაინც არასდროს მეორდება. ბევრს უმღერია გიოს სიმღერა, მაგრამ გიო გიოა, გიოს ხმა შეუცვლელია და ყოველთვის დარჩება ჩვენს გულებში და მოგონებაში. ეს სიმღერა ძალიან კარგ განწყობაზე მაყენებს, ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი სიმღერაა გიოს რეპერტუარიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები