სალომე გოგიაშვილს ახლახან მეოთხე შვილი შეეძინა. ზუსტად ათი დღის შემდეგ კი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დადო ფოტო, სადაც ჩანს, რომ მშვენიერ ფორმაშია. ფოტოს აწერია, „შიმშილის 10 დღე“. როგორც ჩანს, სალომემ დიეტის ეს „ორიგინალური“ ფორმა შეარჩია, რასაც სხვებს, რასაკვირველია, არ ურჩევს.
სალომე, მართლა არაფერს ჭამ?
საერთოდ არაფერს. წყალს ვსვამ და თუ ძალიან მეხვევა თავბრუ, საზამთროს, ოღონდ ისიც დათვლილი მაქვს, მხოლოდ ხუთ ნაჭერს ვჭამ. ახლა ვიწყებ ვარჯიშს, სახლში სირბილს.
ორსულობისას რამდენი კილო მოიმატე?
მოვიმატე 22 კილო. შიმშილით კი 11 დავიკელი… მაგრამ წინ კიდევ რამდენია. იმედია, გადავრჩები (იცინის).
ექიმმა არ გაგაფრთხილა, საკუთარ ორგანიზმს ასე არ მოექცეო?
(იცინის) ამ დიეტის შესახებ ექიმს ხომ არ ვკითხავდი? რომელი ჭკუათმყოფელი მეტყოდა, ასეთი დიეტა დაიცავიო.