LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე კორკოტაშვილმა თავისი დაბადების დღე მოხუცთა თავშესაფარში გაატარა: „ერთმა ქალბატონმა მითხრა, რომ დაბადების დღისთვის განსაკუთრებული საჩუქარი ჰქონდა და 10 ლარი მომცა…“

4056
სალომე კორკოტაშვილი

სალომე კორკოტაშვილს 7 დეკემბერს დაბადების დღე ჰქონდა.

მისთვის ეს დღე განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრა და გამორჩეული საჩუქარი მიიღო.

მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა:

„საუკეთესო დაბადების დღე ჩემს ცხოვრებაში, რომელიც მოხუცთა თავშესაფარში გავატარეთ და ბევრი ტკბილი და თბილი ემოციით ავივსეთ ?

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს მეგობარს, ვინც მხარს უჭერდა ამ მოგზაურობას.
ნივთების ჩალაგებისას ერთმა ქალბატონმა მითხრა, რომ დაბადების დღისთვის განსაკუთრებული საჩუქარი ჰქონდა და 10 ლარი მომცა, რომელიც ერთჯერად პარკში იყო დამალული. მან ფრთხილად მომცა და მითხრა, რომ შემეძლო მეყიდა ის, რაც გულით მომინდებოდა. ეს იყო საუკეთესო ემოცია და საჩუქარი, რაც იმ დღეს მივიღე!
დიდი მადლობა ყველას!..“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები