LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ „ლელო“ ომბუდსმენის თანამდებობაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურის განხილვის პროცესში მონაწილეობისგან თავს შეიკავებს

150
capture_2.png

“ლელოს” დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ომბუდსმენის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურის საკითხი შეაფასა და განმარტა, რომ “ლელო” საკითხის განხილვაში მონაწილეობისგან თავს შეიკავებს.

“რაც შეეხება ლევან იოსელიანის კანდიდატურას, პროცესი არ არის იმგვარად წარმართული, რაც ევროკავშირის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ევროკავშირის მოთხოვნა ძალიან ცალსახა იყო – ჩვენ უნდა მივიღოთ სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატი, რომელიც შერჩეული იქნება ინკლუზიური პროცესის შედეგად და მას ფართო საზოგადოებრივი ნდობის მანდატი ექნება. დაჩქარებული წესით, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის დამტკიცება ამ პოსტზე ევროკავშირის მოთხოვნებს არ შეესაბამება. რადგან არ მიგვაჩნია, რომ ამ პროცესით და ამ სახით იოსელიანის დანიშვნა სახალხო დამცველის პოსტზე დააკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნას, ამ პროცესში მონაწილეობისგან თავს შევიკავებთ იმიტომ, რომ ჩვენი ამოცანა არის ევროკავშირის მოთხოვნის შესრულება, რასაც “ქართული ოცნება” ჯიუტად არ აკეთებს”, – განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება გეგმავს თუ არა პარტია “ლელო” საკუთარი კანდიდატის დასახელებას, სალომე სამადაშვილმა უპასუხა, რომ ეს საკითხი არ განიხილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები