LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე სამადაშვილი: „აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოს არ გავათავისუფლებთ ამ რუსული რეჟიმისგან… პირველ რიგში ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ გამოძიება“

138
სალომე სამადაშვილი

„ვფიქრობ, საპროტესტო აქციები გაგრძელდება… აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოს არ გავათავისუფლებთ ამ რუსული რეჟიმისგან, მაგრამ ახლა ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის გამოძიება“, – აღნიშნული განცხადება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

სამადაშვილმა ოპოზიციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა:

„ვიცი, რომ ბევრი კითხულობთ… ამით ვართ ახლა დაკავებული და ამ ყველაფერმა უკვე მოიტანა შედეგი, ჩათვალეთ, ეს არის პირველი ეტაპი“ – რას წერს ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე

„აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოს არ გავათავისუფლებთ ამ რუსული რეჟიმისგან, მაგრამ ახლა ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის გამოძიება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, ოპოზიცია სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაციებს განაგრძობს:

„ყოველდღე ინტენსიური შეხვედრები გვაქვს იმიტომ, რომ პირველ რიგში, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ გამოძიება. რეალურად, ივანიშვილმა საქართველოში არჩევნებს აზრი დაუკარგა. ეს სისტემა გამოძიებული თუ არ იქნება და არ შეიცვლება, არასდროს ამ ქვეყანაში არანაირ არჩევნებს აზრი არ ექნება.

უბრალოდ, ნომინალურად ჩავატარებთ არჩევნებს. ის პერსპექტივა, რაც საქართველოს ემუქრება, არის ძალიან ცუდი იმიტომ, რომ თუ გასული 3-4 წლის მანძილზე 250 ათასმა ადამიანმა დატოვა ეს ქვეყანა, ეს პროცესი გაგრძელდება და საქართველო ქართველებისგან დაცარიელდება. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ! ამიტომ, ახლა ვმუშაობთ სწორედ იმაზე, რომ პირველ რიგში, გამჟღავნდეს დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

თამარ კორძაია: „ბიულეტენის გადაბრუნებისას ჩანდა, ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა – გადმოგვცენ ბიულეტენის ნიმუში, რომელზეც ხმა მიცემულია, რათა ჩავატაროთ ექსპერტიზა, რამდენად შეესაბამება ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g