LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე სამადაშვილი ცესკოს თავმჯდომარის შეცვლის საჭიროებას ხსნის

63
სამადააააა

არჩევნების მიმართ სანდოობის ხარისხის გაზრდის თვალსაზრისით, ვფიქრობ, თამარ ჟვანიაც შეიცვალოს ახალი თავმჯდომარით, რომელიც დამტკიცებული იქნება ახალი წესით პარლამენტის მიერ“, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საარჩევნო რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, საარჩევნო რეფორმის შედეგად იცვლება ადმინისტრაციის დაკომპლექტების პრინციპები, რაც საზოგადოებაში საარჩევნო სისტემის მიმართ სანდოობას გაზრდის.

მე ვისურვებდი, ამ ცვლილებებში ასევე შეიცვალოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

„ფაქტობრივად, ვენეციის კომისიის მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია, ის რეკომენდაციები, რომელიც აქამდე იყო მიცემული, თითქმის, მეტ-ნაკლებად გათვალისწინებულია, თუმცა, რჩება პრობლემატური საკითხები, რომელზეც კომიტეტზე გვქონდა საუბარი.
ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ იცვლება ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობა, იცვლება ადმინისტრაციის დაკომპლექტების პრინციპები, რაც საზოგადოებაში ცხადია, გაზრდის სანდოობას საარჩევნო სისტემის მიმართ. მე ვისურვებდი, ამ ცვლილებებში ასევე შეიცვალოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

“არჩევნების მიმართ სანდოობის ხარისხის გაზრდის თვალსაზრისით, ვფიქრობ, თამარ ჟვანიაც შეიცვალოს ახალი თავმჯდომარით, რომელიც დამტკიცებული იქნება ახალი წესით პარლამენტის მიერ“

მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია ახალ სისტემაში მისი უფლებამოსილებები საკმარისად შეზღუდული იქნება, იმისთვის, რომ მან გადამწყვეტი ზეგავლენა ვერ მოახდინოს საარჩევნო პროცესზე, არჩევნების მიმართ სანდოობის ხარისხის გაზრდის თვალსაზრისით, ვფიქრობ, თამარ ჟვანიაც შეიცვალოს ახალი თავმჯდომარით, რომელიც დამტკიცებული იქნება ახალი წესით პარლამენტის მიერ“,- აღნიშნავს სამადაშვილი და დასძენს, რომ თუ საარჩევნო გარემო არ გაუმჯობესდება, „წავაწყდებით ნიჰილიზმს, საზოგადოებას არ ექნება რწმენა, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი აქვს“

“რაც უფრო სწრაფად ჩაერთვება ამაში, მით უკეთესი იქნება ამ პარტიისთვის და მისი პოლიტიკური ინტერესებისთვის.”

მან „ნაციონალურ მოძრაობაზეც“ ისაუბრა და აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რაც უფრო სწრაფად ჩაერთვება საპარლამენტო საქმიანობაში, მით უკეთესი იქნება პარტიისთვის.

„ ჩვენ საკანონმდებლო ორგანოში გვაქვს ძალიან დატვირთული დღის წესრიგი. ძალიან სასწრაფოდ არის გასატარებელი ის საარჩევნო რეფორმა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ რაც უფრო სწრაფად ჩაერთვება ამაში, მით უკეთესი იქნება ამ პარტიისთვის და მისი პოლიტიკური ინტერესებისთვის. თუმცა, გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი პარლამენტში და ეს დღის წესრიგი, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში შესრულდება, მიუხედავად იმისა, „ნაციონალური მოძრაობა“ რა გადაწყვეტილებას მიიღებს“, – აღნიშნავს სამადაშვილი.