LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე სამადაშვილი: ეროვნული ბანკი როგორც ინსტიტუცია, აღარ არსებობს – ევროკავშირი და ყველა მეგობარი გვეკითხება – „რას აკეთებთ?“

123
fot (1)

ეროვნული ბანკი გაუქმებულია, არსებობს ბიძინა ივანიშვილის ორი ბანკი: „ქართუ“ და მეორე ეროვნული ბანკი, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, კვირის დასაწყისში უფრო მაღალი შანსი არსებობდა, მიეღო ქვეყანას სტატუსი, ვიდრე დღეს არის ამის შანსი.

„ეროვნული ბანკი გაუქმებულია, არსებობს ბიძინა ივანიშვილის ორი ბანკი საქართველოში, ერთი არის „ქართუ“, მეორე ეროვნული ბანკი, არ ვიცი შეიძლება სხვასაც ფლობს, მაგრამ ეროვნული ბანკი როგორც ინსტიტუცია, აღარ არსებობს. ამიტომ არის, რომ ევროკავშირი და ყველა მეგობარი გვეკითხება – „რას აკეთებთ?” ევროპული სტანდარტი არის დამოუკიდებლობა და თქვენ გამოაცხადეთ, რომ თქვენი ეროვნული ბანკი ფორმალურად არსებობს როგორც სახელმწიფო უწყება. ამიტომ კვირის დასაწყისში უფრო მაღალი შანსი არსებობდა, მიეღო ქვეყანას სტატუსი, ვიდრე დღეს არის ამის შანსი. პროფესიონალი, მცოდნე ხალხის წასვლა ეროვნული ბანკიდან იზეიმა „ქართულმა ოცნებამ“, რადგან თავის პროტექციის ქვეშ და ზოგ შემთხვევაში რუსეთთან კავშირში ეჭვის მქონე ადამიანები დანიშნეს საბჭოს წევრებად“, – განაცხადა სამადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g