LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რუსეთთან დროებით სავიზო რეჟიმის აღდგენაზე იმსჯელონ

68
სალომე სამადაშვილი

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის აღდგენის საკითხზე მსჯელობა დაიწყონ.

ამის შესახებ მან დღეს, 15 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„თქვენი პარტიის ლიდერი ძალიან ბრიყვულად საუბრობს იმაზე, რომ როდესაც ჩვენ დღის წესრიგში ვაყენებთ რუსეთის მოქალაქეების გაზრდილი რაოდენობით შემოსვლის საკითხს, ეს ეთნიკური დევნის ელემენტების მატარებელია.

ჩვენ ამის პარალელურად ვხედავთ, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდ უმრავლესობას აქვს შეკითხვა – რატომ გაიზარდა რუსეთიდან შემომავალი მოქალაქეების რაოდენობა და რას აპირებს ხელისუფლება ამასთან დაკავშირებით?

კიდევ ერთხელ მსურს გამოვეხმაურო ამ პრობლემას და მოვუწოდო ხელისუფლებას, უნდა ვიმსჯელოთ დროებით სავიზო რეჟიმის აღდგენის საკითხზე რუსეთის ფედერაციასთან.

ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ძალიან სერიოზული გამოწვევა, ამას სჭირდება სერიოზული მსჯელობა და ხელისუფლებისგან იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელსაც საზოგადოება ელოდება. ამიტომ ახლა პოლიტიკური მასკარადის მოწყობის ნაცვლად მოგიწოდებთ, ამ თემებზე ისაუბროთ.“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g