„ქართული ოცნება“ ცდილობს საქართველო დააბრუნოს რუსეთის სრული პოლიტიკური მმართველობის ქვეშ და გააუქმოს ქვეყნის სუვერენიტეტი“, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილი: გვჭირდება სახელმწიფოებრივი სიმტკიცე პოლიტიკური გზებით საფრთხეების გასამკლავებლად, რათა ვიყოლიოთ ცოცხალი იუნკრები, რომ არ დადუმდნენ სიტყვები და მათ ნაცვლად არ ალაპარაკდნენ ქვემეხები
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე იუნკერთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
ჟურნალისტებთან საუბრისას სამადაშვილი გამოეხმაურა იუნკერების ხსოვნისადმი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაწერილს პოსტს.
„ეს რეჟიმი ქვეყანას მართავს რუსეთის დავალებით, რუსეთის დღის წესრიგის შესასრულებლად და არის, ფაქტობრივად, სულიერი მემკვიდრე სწორედ იმ ხალხის, ვინც 20-იან წლებში გაანადგურა საქართველო, მათ შორის იზიარებენ იმ განწყობას, რომ საქართველომ დამოუკიდებლად, სუვერენულ, ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ვერ უნდა გააგრძელოს ცხოვრება, როგორც ამას ფიქრობდნენ სწორედ მარო მაყაშვილის მკვლელები. ცხადია, რომ ეს ხალხი ისტორიას სწორად ვერასდროს შეაფასებს იმიტომ, რომ ისინი თავად დგანან დღეს ისტორიის არასწორ მხარეს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
