„დილას შეხვედრაზე PACE-ის პრეზიდენტთან გამოვთქვი მოსაზრება, რომ ნახევრად გაგდებულები, ქოცები საბოლოო გაგდებას არჩევდნენ რუსების სტრატეგიას-თავად გაიქცეოდნენ“, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სამადაშვილი გუშინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს:
თინა ბოკუჩავა: „დღეს გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს ახალი არჩევნების ჩატარებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და მოძალადეების დასჯას“
ბოკუჩავას შეფასებით, ეს არის საერთაშორისო აღიარება იმისა, რომ „პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და მოძალადეების პასუხისგებაში მიცემა“.
„დილას შეხვედრაზე PACE-ის პრეზიდენტთან გამოვთქვი მოსაზრება, რომ ნახევრად გაგდებულები, ქოცები საბოლოო გაგდებას არჩევდნენ რუსების სტრატეგიას-თავად გაიქცეოდნენ.
ასე მოიქცნენ ევროპელი სოციალისტები როდესაც აგდებდნენ, ევროკავშირსაც არ დაელოდნენ, ეთქვა არ ვხსნით მოლაპარაკებებსო და ჩვენ არ გვინდაო, განაცხადეს.
მოკლედ ქოცს სანამ საიდანღაც აგდებენ, იძახის მე თვითონ მივდივარო. მიტოვებული მიჯნურივით იტყუება, მე მივატოვეო.
მერე ამას ასაღებს თავის მომხრეებზე, როგორც დიდ გამარჯვებას. მოკლედ კი, ქოცს საკუთარი ამომრჩეველი იდიოტად მიაჩნია. დროა, ამ ხალხმა თავმოყვარეობა გამოიჩინოს და უთხრას, რომ იდიოტი არაა“, – წერს ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.
„საბოლოო ჯამში ეს ვერ ცვლის საერთო ვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის“ – ირაკლი კობახიძე „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების" მიერ PACE-ში მუშაობის შეწყვეტაზე საუბრობს
„საბოლოო ჯამში ეს ვერ ცვლის საერთო ვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის“ – კობახიძე „ქართული ოცნების" მიერ PACE-ში მუშაობის შეწყვეტაზე
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ კენჭისყრა PACE-ის სხდომაზე გაიმართა.
134 დეპუტატიდან რეზოლუციას 114-მა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს დელეგაციის მანდატების გადახედვის და ზოგადად, ქვეყანაში ვითარების შეფასების პირობებში გადაწყვიტა საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება მოახდინოს 2025 წლის აპრილამდე, თუმცა გარკვეული პირობებით.
ცნობისთვის, ასამბლეამ „ქართული ოცნების“ დელეგატების მიერ წარდგენილი სამივე შესწორება უარყო.
„ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს
დილას შეხვედრაზე პასე-ს პრეზიდენთან გამოვთქვი მოსაზრება, რომ ნახევრად გაგდებულები, ქოცები საბოლოო გაგდებას არჩევდნენ…
Posted by Salome Samadashvili on ოთხშაბათი, 29 იანვარი, 2025