„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პოლიტიკოსი ქალბატონი გახლავთ. მას ხშირად უწევს სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე გამოჩენა და თითქმის ყოველდღიურად სხვადასხვა ტელეეთერის სტუმარია.
სალომე ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს საკუთარ ჩაცმულობას და მუდმივად დახვეწილი სტილით გამოირჩევა.
მის გარდერობში პიჯაკების დიდი მრავალფეროვნებაა და აშკარაა, რომ ბრენდების სიყვარულითაც გამოირჩევა და ხარისხიან სამოსს ირჩევს.
კლასიკური სტილის მიუხედავად, სალომე სამადაშვილი სტილის შექმნისას ფერთა ფართო გამას ანიჭებს უპირატესობას. პოლიტიკოსი ქალბატონის გარდერობში ნახავთ ძალიან ბევრ ჭრელ სამოსს, მათ შორის ფერად პიჯაკებსაც, რომელთაც, ძირითადად, კლასიკურ შარვლებზე ირგებს.
პიჯაკებს სალომე სამადაშვილი ხშირად უხამებს პერანგებს, თუმცა აქაც მრავალფეროვნებით გამოირჩევა და პერანგებიც მხოლოდ თეთრი ფერის არ აცვია. პოლიტიკოს ქალს მოსწონს პერანგები, რომლებიც ყელთან ბაფთით იკვრება და ასეთ სამოსში გამოწყობილს არაერთხელ ნახავდით.
სამადაშვილის გარდერობში უამრავი შარფია, რომლითაც კლასიკურ პიჯაკებს ახალისებს.
სალომე სამადაშვილს, აშკარაა, რომ შავი ფერი დიდად არ უყვარს.








