„სალომე, შენ ხარ სამარცხვინო,“- ამ ლოზუნგით სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბთან, რომელიც დღეს გაიხსნა, მოქალაქეები შეიკრიბნენ და სალომე ზურაბიშვილის განცხადებები გააპროტესტეს.
ისინი საყვირებით და ტრანსფარანტებით მივიდნენ შტაბთან. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ არ სურთ, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად იხილონ.