მომღერალი სალომე ტეტიაშვილი წერს, რომ დიდხნიან მუსიკალურ პაუზას ასრულებს და ხმის ჩამწერი სტუდიიდან ფოტოს აქვეყნებს:
„ზუსტად ერთი წლის წინ, 17 იანვარს, საჯაროდ პირველად გავამხილე, რატომ დავკარგე სიმღერის სურვილი, გავამხილე ის, რაც შემემთხვა და რამაც გამიჩინა აუდიტორიის წინაშე წარდგენის შიშები, გავამხილე, როგორ მივეცი ადამიანებს იმის უფლება, რომ საკუთარ შესაძლებლობებში მე თვითონ შემეტანა ეჭვი, გახსოვთ, ალბათ.
იმდენმა ადამიანმა დამიწერა საოცარი კომენტარი, იმხელა ძალა და მოტივაცია მომცა ამ ხალხმა, ვერ წარმოიდგენთ. ალბათ, სამყარო ყველას უბრუნებს გაცემულ ცუდსაც და კარგსაც. უნდა გვჯეროდეს ბუნების კანონზომიერებების. ჩემს ცხოვრებაში იმდენი საოცრება მომხდარა, ვეღარც ვითვლი.
ახლა კი დაელოდეთ საოცარ ამბავს და ამის შესახებაც აუცილებლად მოგიყვებით, როცა დრო მოვა.
ახალი ამბავი რა იქნება, ფოტოთი მიხვდებით
ყველა ადამიანს მინდა უდიდესი მადლობა ვუთხრა, ვისაც ჩემი სულ სჯეროდა და ვისაც ოდესმე თუნდაც ერთი თბილი სიტყვა გაუმეტებია ჩემ მიმართ…“