ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ხმების 99, 7 %-ის დათვლის შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ხმა ამომრჩეველთა 59,56 %-მა მისცა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 40, 44 %-მა.
ამ ეტაპზე 3 705 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3683 ჩვეულებრივი და 11 სპეცუბანი.
სალომე ზურაბიშვილმა 1 146 063 ხმა მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი – 778 167.