საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გზის გადაკეტვისთვის, ადმინისტრაციული წესით 5000 ლარით დააჯარიმა.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფოტოს აქვეყნებს.
საქმე ეხება 3 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას, სადაც, როგორც ზურაბიშვილი წერს, ნამდვილად იმყოფებოდა.
„აქტივისტად მოვინათლე დღეს! მე კი ვიდექი იქ, სადაც ყველა დედა უნდა მდგარიყო – სინდისის პატიმრების დედების გვერდში!“- წერს სალომე ზურაბიშვილი.