LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი: „ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველებისთვის“

195
Untitled design (1)

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას საქართველოს პრეზიდენტი ეხმიანება.

სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ „ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ყველა დამცველისათვის“.

„ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მათ, ვინც რუსეთში დემოკრატიისათვის ბრძოლას განაგრძობს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისათვის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა დღეს გაავრცელა. რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის განცხადებით, მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში მსჯავრდებულმა ალექსეი ნავალნიმ გასეირნების შემდეგ თავი ცუდად იგრძნო და თითქმის მაშინვე დაკარგა გონება. ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კი მსჯავრდებულის გარდაცვალება დაადასტურა.

ალექსეი ნავალნი 2021 წლის იანვარში დააპატიმრეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბოლო დროს ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში, კაცრი რეჟიმის კოლონიაში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში იხდიდა სასჯელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g