„ის ფაქტი, რომ პლატფორმის პრაქტიკულად ყველა ლიდერი ციხეშია, აჩვენებს თუ რამდენად აწუხებთ მათ ეს წინააღმდეგობის ერთობა. ამიტომ პასუხი იმაზე, რაც ხდება, კიდევ ერთი ნაბიჯია წინ. ერთი ნაბიჯი წინ ნიშნავს, ერთ ნაბიჯს წინ ერთობაში, ყველას ერთად დგომას. ამისი საშუალება გვეძლევა კვირას, 20:00 საათზე, რომ ყველა გამოვიდეთ“, – ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის სიტყვებით, ეს ის დღეა, როცა ყველა ერთად უნდა გავიდეს და აჩვენოს, თუ რამდენად ძლიერია საქართველო.
„ეს კვირა, ალბათ, ყველასთვის ძალიან მძიმე კვირად არის აღქმული. ერთ კვირაში ამდენი პოლიტპატიმარი არათუ საქართველოში, არამედ ძალიან ცოტა ქვეყანას თუ ახსოვს, მაგრამ ეს არ არის იმის მიზეზი, რომ ჩვენ გავჩერდეთ, რადგან პირიქით, ის, რაც ხდება იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ.
ის ფაქტი, რომ პლატფორმის პრაქტიკულად ყველა ლიდერი ციხეშია, აჩვენებს თუ რამდენად აწუხებთ მათ ეს წინააღმდეგობის ერთობა. ამიტომ პასუხი იმაზე, რაც ხდება, კიდევ ერთი ნაბიჯია წინ. ერთი ნაბიჯი წინ ნიშნავს, ერთ ნაბიჯს წინ ერთობაში, ყველას ერთად დგომას.
ამისი საშუალება გვეძლევა კვირას, 20:00 საათზე, რომ ყველა გამოვიდეთ. ეს ის დღეა, როცა ყველანი ერთად უნდა გამოვიდეთ – პარტიის წევრები, აქტივისტები, მშობლები, არასამთავრობოები, ცალკეული ადამიანები, რომლებიც ვერ და არ მოდიან ყოველდღიურად პროტესტზე. მე იქ ვიქნები, თქვენ იქ იქნებით, ჩვენ ერთად დავდგებით და პასუხად დავანახებთ, რამდენად ძლიერია საქართველოს ერთიანობა, საზოგადოება, წინააღმდეგობა. ეს არის ერთადერთი ღირსეული პასუხი ჩვენი ღირსეული მომავლისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
🔹29 ივნისს, კვირას, 20:00 საათზე გამოვიდეთ ყველა ერთად! ყველა, ვისაც ესმის, რაც ხდება დღეს საქართველოში და გრძნობს საითკენ მიჰყავთ ჩვენი ქვეყანა. მე ვიქნები იქ, თქვენთან ერთად, დავდგებით და დავანახებთ პასუხად, თუ რამდენად ძლიერია საქართველოს ერთიანობა, თუ რამდენად ძლიერია ეს წინააღმდეგობა და ეს საზოგადოება. ეს არის ერთადერთი ღირსეული პასუხი ჩვენი ღირსეული მომავლისვთის! ის ფაქტი, რომ პლატფორმის თითქმის ყველა ლიდერი ციხეშია, აჩვენებს, თუ რამდენად აწუხებთ მათ ეს წინააღმდეგობის ერთობა, ამიტომ პასუხი იმაზე, რაც ხდება არის კიდევ ერთი ნაბიჯი წინ და კიდევ ერთი ნაბიჯი ერთობაში!
Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on პარასკევი, 27 ივნისი, 2025