LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი არათანაბარ მდგომარეობაშია ჩემთან შედარებით – დავით უსუფაშვილი

59

სალომე ზურაბიშვილი არათანაბარ მდგომარეობაშია ჩემთან შედარებით, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის როგორც ქალი კანდიდატი სხვა კანდიდატებთან მიმართებაში არათანაბარ მდგომარეობაშია. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი არათანაბარ პირობებშია, რადგან მას საარჩევნო პროცეში განსაკუთრებული უპირატესობები გააჩნია.

„ის ნამდვილად არათანაბარ მდგომარეობაშია. მას ზურგს უმაგრებს სახელისუფლებო რესურსი, მედიაკონგლომერატები და უძირო დაფინანსება. რა თქმა უნდა, ის არათანაბარ მდგომარეობაშია ჩემთან შედარებით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g