არავინ აპირებს ადგილობრივ არჩევნებზე წასვლას, თუ ეს იქნება „ქართული ოცნების“ წესებით და „ქართული ოცნების“ და მანიპულაციის ქვეშ , – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ქართულმა ოცნებამ“ შემოაგდო ადგილობრივი არჩევნების თემა, როგორც ადრე -პარლამენტში „შევლენო“, არც არავინ შესულა და არც არავინ აპირებს ადგილობრივ არჩევნებზე წასვლას, თუ ეს იქნება „ქართული ოცნების“ წესებით და „ქართული ოცნების“ და მანიპულაციის ქვეშ. სამაგიეროდ, ალბათ ყველა აპირებს, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ეს არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი ან ბოლო ბოლო, ერთობლივად საპარლამენტო და ადგილობრივი, ამისთვის აუცილებელია და ამაზე ნუ დაიწყებთ ეჭვებს და ჭორაობას, აუცილებელია მზადება, აუცილებელია ახალი წესები, რომელიც შევქმენით „წინააღმდეგობის პლატფორმის” ფარგლებში, რომელიც იქნება ჩვენი პირობები არჩევნებისთვის. აუცილებელია, რომ დამკვირვებლების მთელი არმია მოვამზადოთ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.