სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი თბილისში შეხვედრებს იწყებს. ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერმინისტრთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან. ჯეიმს აპატურაი ასევე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში საჯარო ლექციას წაიკითხავს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
მანამდე კი აპატურაიმ საქართველოს არჩეული პრეზიდენტი შეაფასა, როგორც ლოიალური და დიდი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსი.მისი თქმით,აქვს რწმენა, რომ სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში იმოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ამის თქმის საფუძველს ნატო-ს წარმომადგენელს „Financial Times”-ში გამოქვეყნებული ზურაბიშვილის სტატია აძლევს.
პუბლიკაციაში საქართვლეოს არჩეული პრეზიდენტი წერს, რომ მისი გამარჯვება ევროპის და დასავლეთის გამარჯვება, სტატიაში ზურაბიშვილი ასევე აცხადებს, რომ ის ქვეყნააში დემოკრატიის განვითარების და კანონის უზენაესობის გარანტორი იქნება
რაც შეეხება საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევენბს, აპატურაის განცხადებით, არჩევნები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან შეფასდა, როგორც სამართლიანი, თუმცა იყო ხარვეზებიც, რომლებიც მომავალ არჩევნებზე უნდა გამოსწორდეს.
„არჩევნები როგორც ნატო-ს, აგრეთვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, ეუთო-ს ჩათვლით, შეფასდა როგორც ღია და სამართლიანი. თუმცა არსებობდა გარკვეული კრიტიკა, მაღალი პოლიტიკური რიტორიკის მიმართ და ჩვენ ეს დავინახეთ. არსებობდა მშვიდი პოლიტიკური გარემოს შექმნის მოთხოვნა და ვიმედოვნებთ, მომავალ არჩევნებზე ეს მოხდება, თუმცა საბოლოო შეფასება იყო პოზიტიური“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
ჯეიმს აპატურაი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვია.