LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე: „ჩვენმა სახელმწიფომ ჯერ არ ისწავლა, რომ მისი პირველი მოვალეობა თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა“

175
სალომე ზურაბიშვილი

მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში, ქართულ დიასპორასთან შეხვედრის დროს გამოეხმაურა ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა.

„კარის მეზობლები იყვნენ, ძმაკაცობდნენ, სულ ერთად იყვნენ, განუყრელად“ – რას ჰყვებიან ადგილობრივები ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე

სალომე ზურაბიშვილმა, დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგო პატივი:

„მინდა წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ბათუმში, ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების ხსოვნას. ჩვენმა სახელმწიფომ ჯერ არ ისწავლა, რომ მისი პირველი მოვალეობა თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საია: „ბათუმში ბავშვების დაღუპვა სიცოცხლის უფლებასთან მიმართებით ვალდებულებების იგნორირების შედეგია“

შეხვედრა მიუნხენში ქართულ დიასპორასთან ▪️მინდა წუთიერი დუმულით პატივი მივაგოთ ბათუმში, ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების ხსოვნას. ჩვენმა სახელმწიფომ ჯერ არ ისწავლა, რომ მისი პირველი მოვალეობა თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა

Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on კვირა, 16 თებერვალი, 2025

შეგახსენებთ, 15 თებერვალს, ბათუმში მომხდარ უბედურ შემთხვევას ორი მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ჩაცვივდნენ ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში, რომელიც წყლით იყო სავსე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g