LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ არც არჩევნებში მონაწილეობის კამპანია გვაწყობს, არც ბოიკოტის, ჩვენი თემაა, გავაცოცხლოთ წინააღმდეგობის პლატფორმა, რომელიც ჩამოაყალიბებს გარდამავალ მთავრობას

108
სალომე ზურაბიშვილი

ჩვენ არც არჩევნებში მონაწილეობის კამპანია არ გვაწყობს, არც ბოიკოტის კამპანია, ორივე მხრივ გახლეჩილები ვართ და იხარჯება ძალიან დიდი ფულადი რესურსები და ადამიანური რესურსი, რომელიც უნდა მიდიოდეს პროტესტში და დაიხარჯება ბოიკოტის კამპანიაში, რომლის შინაარსის გაგებაც მე მიჭირს , – ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თუ ქვეყანაში ვინმეს სჯერა, რომ შეიძლება ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, ეს არის დიდი მითი. მისივე თქმით, არჩევნების თემა შემოგდებულია „ქართული ოცნების“ მიერ იმისთვის, რომ დააპირისპიროს და გახლიჩოს ოპოზიცია.

„ჩვენს ქვეყანაში სუფევს კრიმინალური, მაფიოზური წესები გარიგების, დაშინების. არცერთი მოქალაქე დაცული აღარ არის. ამ ქვეყანაში ვინმეს თუ სჯერა, რომ შეიძლება ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, ეს არის დიდი მითი. არ არსებობს არჩევნები, არსებობს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების თემა, რომელიც არის შემოგდებული ქართული ოცნების“ იმისთვის, რომ დააპირისპიროს ოპოზიცია, გახლიჩოს ოპოზიცია, დააპირისპიროს ორი მხარე, მომხრეების და მოწინააღმდეგეები, შედეგიც მიღწეულია. ჩვენ ვართ აბსურდულ თეატრში და ყველა თამაშობს თავის როლს იმ დონეზე, რომ მიდის ორ მხარეს შორის ლანძღვა, გინება ბულინგი და ა.შ.

მე დარწმუნებული ვარ, რომ არ ჩატარდება ეს არჩევნები, ბოლომდე არ მივალთ და არ მიიყვანს ეს ხალხი ამ არჩევნების მითს. მანამდე კი გაიხლიჩა ოპოზიცია, დასუსტდა პროტესტი. ერთადერთი ჩვენი ძალა არის ერთობა. არჩევნებში მონაწილეობის მხარე ხომ წარუმატებლობით დამთავრდება. არ არსებობს ამ პირობებში გამარჯვების ფორმულა. პარტიები, რომლებიც მონაწილეობის მომხრეები არიან, არ აცხადებენ მათ ამბიციად, რომ გაიმარჯვებენ რეჟიმზე ან თუნდაც დაასუსტებენ რეჟიმს, არ ვიცი რა არის მიზანი, თუ ეს არის მათი პარტიული კონსოლიდაცია, ესეც არ მოხდება,უკვე მოყვა ისეთი დისკრედიტაცია რომ კონსოლიდაციაც არ იქნება მომავალში. ვერაფერს ვერ მიაღწევენ, როგორც რეალურ შედეგს.

მეორეს მხრივ ბოიკოტი როგორც კამპანია, რომელიც ესეც აბსურდია. არ არსებობს ბოიკოტის მაგალითი, რომელიც გამოცხადებული იქნება როგორც რამე გამარჯვება. დღევანდელ პირობებში როგორც გაყალბდება არჩევნები, თუ ვინმემ მიიღო მონაწილეობა, ასევე გაყალბებენ ბოიკოტს, კიდევ უფრო ადვილად. შიშის, ფულის და მუქარის პირობებში შეიძლება წაიყვანო ადამიანები არჩევნებამდე, მოწინააღმდეგეები რომც იყვნენ. საერთოდ დიქტატორულ რეჟიმებში ასე მთავრდება ბოიკოტის კამპანიები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g