პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, იურისტების ინფორმაციაზე დაყრდნობით, თბილისში, საპროტესტო აქციის დროს დაკავებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სალომე ზურაბიშვილის მიერ სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ადვოკატების განცხადებით, დაკავებულ მომიტინგეთა უმრავლესობას აღენიშნება დაზიანებები თავისა და სახის არეში, ასევე სახის ძვლების მოტეხილობები და ღია ჭრილობები.
როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულებს სისტემატურად სცემდნენ დაკავებასა და უკვე დაწესებულებებში გადაყვანის შორის შუალედებში.
#Georgiaprotests majority of the arrested protesters have injuries to their heads and faces , broken face bones, eye sockets, open wounds. Have been subjected to systematic beatings between arrest and transport to already overcrowded detention facilities. As reported by lawyers
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) December 2, 2024