LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი: „დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის წარმოუდგენელია, რომ ჩვენთან ვიღაცას ენა უბრუნდება და შეუძლია როდიონოვი და  ჯარისკაცები, რომლებიც ხოცავდნენ ჩვენს მოქალაქეებს, დღევანდელ ახალგაზრდებს შეადაროს“

139
სალომე ზურაბიშვილი

„დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის წარმოუდგენელია, რომ ჩვენთან ვიღაცას ენა უბრუნდება და შეუძლია როდიონოვი და  ჯარისკაცები, რომლებიც ხოცავდნენ ჩვენს მოქალაქეებს, დღევანდელ ახალგაზრდებს შეადაროს“, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, დემოკრატიული პრინციპების დაცვა დღეს აბუჩად არის აგდებული „ქართული ოცნების“ მიერ. მან დღევანდელ ბრიფინგზე საზოგადოებას საფრანგეთსა და ჩეხეთში გამართული ვიზიტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია:

„იცით, რომ მე ვიყავი საფრანგეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში. ორივე ადგილას ვიყავი, როგორც ამ წინააღმდეგობის პლატფორმის წარმომადგენელი. შეხვედრებზე გავაცანი ინფორმაცია, ახალი პლატფორმა როგორ აპირებდა მუშაობას. ალბათ, თქვენ თვითონ ნახეთ კადრები ორივე შეხვედრიდან. საფრანგეთში ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო გამოხატული საზოგადოებისგან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იყო საზოგადოებრივი, დიდი ფორუმი დემოკრატიის დაცვის გზაზე. სწორედ ეს დემოკრატიული პრინციპების დაცვა დღეს არის აბუჩად აგდებული „ქართული ოცნების“ მიერ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

შალვა პაპუაშვილი: „დღეს, რუსთაველზე, როდიონოვის ნიჩბიანი ჯარისკაცები უცხო დროშების მოფრიალე სამშობლოდაკარგულმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც იმავე დაუნდობლობით ცდილობენ დამოუკიდებლობის იდეის დაჩეხვას“

როგორც პაპუაშვილი წერს, ახლა, როდესაც სახელმწიფო შემდგარია და ქვეყანა თავის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ბოლომდე იცავს, უცხო ძალამ კვლავ გადაწყვიტა მისი ფუნდამენტის მორყევა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თქმით, ჩეხეთში, სენატის წინაშე სიტყვით გამოსვლისას დიდი მხარდაჭერა გამოხატეს და „ფეხზე წამოდგომით მიაგეს პატივი 9 აპრილის დროს დაღუპულთა ხსოვნას“:

„მათ არ ეშლებათ, ვინ იყო „როდიონოვი“, რას წარმოადგენდა. ძალიან კარგად იციან იმ ადამიანების ფასი, რომლებიც თავისუფლებას და დემოკრატიას რუსული, სასტიკი ჯარების წინააღმდეგ იცავდნენ. ის, რომ ჩვენთან ეს ვიღაცას ეშლება, ენა უბრუნდება და შეუძლია შეადაროს როდიონოვი და ის ჯარისკაცები, რომლებიც ხოცავდნენ ახალგაზრდებს ჩვენს დღევანდელ ახალგაზრდებთან, დარწმუნებული ვარ, ეს ჩემთვის და საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის წარმოუდგენელია“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

🔴ბრიფინგი

Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on პარასკევი, 11 აპრილი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g