LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი დღეს ბათუმში აქტივისტებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

117
621619669d3c6

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დაკავებული დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერებს შეუერთდება. ზურაბიშვილი ამ წუთებში „ბათუმელების“ რედაქციას სტუმრობს, სადაც მისი ინტერვიუ მიმდინარეობს.

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილი შეხვდება გათავისუფლებულ აქტივისტებს და დაპატიმრებულთა ოჯახის წევრებს, ხოლო შემდეგ, სიტყვით მიმართავს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ შეკრებილ სტუდენტებსა და აქციის მონაწილეებს.

შეხვედრა დასრულდება ვასო აბაშიძის სახელობის „ახალ თეატრში“ საპროტესტო მანიფესტით.

„საქართველოს მეგობრებო, შემომიერთდით მე და ქართველ ხალხს, რათა გადავარჩინოთ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი “ქართული ოცნების” ციხისგან და გავათავისუფლოთ საქართველო ამ რუსული ერთპარტიული რეჟიმისგან“ – სალომე ზურაბიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g