LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი: ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც პოლარიზაციას ხელს უწყობს, ყოფილი პრეზიდენტის საკითხია, მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ დაასრულოს სპეკულაციები, დაველოდოთ გადაწყვეტილებას 22 დეკემბერს

185
BeFunky-collage (1)

ჩვენს მოსახლეობას სურს, რომ დაამთავრონ პოლარიზაცია, რომ დაინახონ ახალი ძალები საქართველოს მომავლისთვის და ამ ეტაპზე ეს არ გახლავთ ნება პოლიტიკური ძალების, იქნება ეს უმრავლესობა თუ ოპოზიცია, ისინი ჯერ კიდევ ებღაუჭებიან თავიანთ ძალაუფლებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის გამართულ წინასაახალწლო მიღებაზე განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც პოლარიზაციას ხელს უწყობს მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება.

„საქართველოსთვის, დიდ გამოწვევებთან ერთად, რომელიც ჩვენს წინაშეა და რომლებმაც შეიძლება განსაზღვროს ჩვენი მომავალი, ჩვენი შიდა გამოწვევები ჩანს, რაღაცნაირად აბსურდული, არარელევანტური, ნაკლებად მნიშვნელოვანი. ჩვენი მოსახლეობის მისწრაფებები ცხადია. მათ სურთ დაასრულონ პოლარიზაცია, დაინახონ ახალი ძალები, ახალი რიცხვები, ფიგურები, პერსპექტივები. ამ ეტაპზე, ეს არ გახლავთ პოლიტიკური ძალების ნება, იქნება ეს ხელისუფლება თუ ოპოზიცია. ისინი ჯერ კიდევ ებღაუჭებიან თავიანთ ძალაუფლებას და პარტიულ მისწრაფებებს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ამ პოლარიზაციას ხელს უწყობს, გახლავთ ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებული საკითხი. მე ვთქვი და გავიმეორებ, რომ ამ ქვეყნისთვის, მისი რეპუტაციისთვის, შიდა სტაბილურობისა და მომავლისთვის, მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ დაასრულოს სპეკულაციები. დაველოდოთ გადაწყვეტილებას 22 დეკემბერს, რომელიც დარწმუნებული ვარ და მინდა ვიყო დარწმუნებული, რომ მისცემს საქართველოს მოსახლეობას საშუალებას, ამ სიტუაციიდან გამოვიდეს. ყველა იყოს კონცენტრირებული თავიანთ მოვალეობაზე, ქვეყნის მართვაზე, პრობლემების გადაწყვეტაზე, ქვეყნის სტაბილურ გზაზე დაყენებაზე. იყოს კონცენტრირებული ევროპისკენ, მშვიდობისკენ, კეთილდღეობისკენ და სწორედ ეს მინდა ვუსურვო ქვეყანას და მსოფლიოს 2023 წელს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები