„მმართველი ერთი ადამიანი/ერთი პარტია ევროინტეგრაციის შესაძლებლობას ანადგურებს და რეპრესიულ ავტორიტარულ რეჟიმს აშენებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ზურაბიშვილი იხსენებს, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება სახალხო სიხარულის დღე იყო.
„ერთი წლის წინ, ამ დღეს, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ეს კონსენსუსის, სახალხო სიხარულისა და დიდი ემოციების დღე იყო! ერთი წლის განმავლობაში მმართველი ერთი ადამიანი/ერთი პარტია ამ შესანიშნავ შესაძლებლობას ანადგურებს და რეპრესიულ ავტორიტარულ რეჟიმს აშენებს“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.