საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო. ის ცოტა ხნის წინ მივიდა ზაარბრიუკენის მოედანზე, სადაც საქართველოს ევროპული არჩევანის დასაცავად მოქალაქეებმა „ერთობის ჯაჭვი“ შეკრეს.
28 დეკემბერს, საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე, საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი“ იმართება.
თბილისში ცოცხალი ჯაჭვი შეიკვრება: ვახუშტის ხიდზე; თამარ მეფის ხიდზე; გალაკტიონის ხიდზე; ზაარბრიუკენის ხიდზე; ბარათაშვილის ხიდზე, მშვიდობის ხიდზე; მეტეხის ხიდზე.
ცნობისათვის, თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში „ერთობის ჯაჭვი“ შეიკრა.
საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის მასშტაბით გაბმული აქვთ „ერთობის ჯაჭვი“, რითაც ქვეყნის ევროპული არჩევანის მიმართ მხარდაჭერას აფიქსირებენ.
„ერთობის ჯაჭვში“ მოქალაქეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
28 დეკემბერს, საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე, საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი” იმართება. ცოცხალ ჯაჭვში მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათიდან ჩადგნენ.
ფოტო: „ინტერპრესნიუსი“